თავში

ეკატერინე ტიკარაძე: ეს სიმართლეს არ შეესაბამება

ეკატერინე ტიკარაძე: ეს სიმართლეს არ შეესაბამება
ეკატერინე ტიკარაძე: ეს სიმართლეს არ შეესაბამება

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 200-ლარიანი სოციალური დახმარების პაკეტი არჩევნების მოახლოებას არ უკავშირდება. 

როგორც მან Report.ge-ს კითხვის საპასუხოდ განაცხადა, მაშინ, როცა კორონავირუსმა მოსახლეობა დააზარალა, ხელისუფლება ცდილობს, თითოეულ ოჯახს მაქსიმალურად დაეხმაროს და სწორედ ამიტომ მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება. 

„მაშინ, როდესაც გლობალურ პანდემიასთან გვაქვს საქმე და ვიცით, თუ როგორ აისახა Covid-19 ნებისმიერი სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე, რა თქმა უნდა, საქართველოს მოქალაქეები არ არიან გამონაკლისი. მსგავსი დახმარებები, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ კოვიდით გამოწვეულ ზარალს ეხებოდა, უკვე არაერთი თვეა დავიწყეთ. არ ვეთანხმები იმას, რომ დღესდღეობით ბავშვებზე გასაცემი თანხა, რომელზეც გადაწყვეტილება მივიღეთ, საარჩევნო მიზნებს ემსახურება. ეს სიმართლეს არ შეესაბამება, პირიქით. ჩვენ შევეცადეთ, თითოეულ ოჯახს მაქსიმალურად შეძლებოდა ენახა მინიმალური სარგებელი, ის სარგებელი, რომელიც დღესდღეობით საქართველოს მთავრობას გააჩნია, რომ გასცეს თავის მოქალაქეებზე. სწორედ აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ მივიღეთ სამართლიანი გადაწყვეტილება და ჩავრთეთ ამ სოციალურ დახმარებებში უკვე საბავშვო პაკეტი“,- განაცხადა ტიკარაძემ.

ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, 17 წლის ჩათვლით თითოეულ ბავშვზე 200-ლარიანი დახმარება გაიცემა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system