თავში

ექიმმა განმარტა, რატომ მიიღეს მიხეილ სააკაშვილის კლინიკდან გაწერის გადაწყვეტილება

ექიმმა განმარტა, რატომ მიიღეს მიხეილ სააკაშვილის კლინიკდან გაწერის გადაწყვეტილება
ექიმმა განმარტა, რატომ მიიღეს მიხეილ სააკაშვილის კლინიკდან გაწერის გადაწყვეტილება

გორის სამხედფრო ჰოსპიტლის ექიმებმა განმარტეს, რატომ მიიღეს მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიდან გაწერის გადაწყვეტილება. 

ჰოსპიტლის ექიმის, მალხაზ ურთქმელიძის ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტის რეფიდინგი პროცესი 14 დეკემბერს დასრულდა და მას ყველა საჭირო მკურნალობა გაეწია. როგორც ურთქმელიძე აღნიშნავს, სააკაშვილის ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.

"მიხეილ სააკაშვილი ჩვენს კლინიკაში 20 ნოემბერს მოთავსდა, ჩაუტარდა ყველა საჭირო ინსტრუმენტული კვლევები, გამოტანილია სათანადო დიაგნოზები. მიმდინარეობდა მკურნალობა, ამ დღეების განმავლობაში იგი მუდმივი მონიტორინგის ქვეშ იყო. დაწყებული იყო რეფიდინგის პროცესიც, რომელიც 14 დეკემბერს დასრულდა. მისი მდგომარეობა შეფასდა, როგორც სტაბილური, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებოდა. მიღებული იქნა გადაწყვეტილება პაციენტის ამბულატორიულ მკურნალობასთან და სტაციონარიდან გაწერის შესახებ. თუმცა მისი ინფორმირების შემდეგ პაციენტი დაიძაბა და აღენიშნა არტერიული წნევის მატება, რის გამოც ის დატოვეს ჰოსპიტალში მისი მდგომარეობის დასტაბილურებამდე" - განაცხადა გორის სამხედრო ჰოსპიტალის ექიმმა მალხაზ ურთქმელიძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system