თავში

ექსპერტიზის დასკვნა სავარაუდოდ ხვალ გახდება ცნობილი

ექსპერტიზის დასკვნა სავარაუდოდ ხვალ გახდება ცნობილი
ექსპერტიზის დასკვნა სავარაუდოდ ხვალ გახდება ცნობილი

ახალგაზრდა ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, სავარაუდოდ, ხვალ იქნება ცნობილი.

როგორც Report.ge-ს  შაქარაშვილის ბიძამ მირიან ნიკოლაძემ განუცხადა, რამდენადაც მისთვისაა ცნობილი, აღნიშნული ექსპერტიზა ხვალ უნდა დასრულდეს და ის გასცემს პასუხს ისეთ გარემოებებზე, როგორიცაა ახალგაზრდის გარდაცვალების მიზეზი.

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, მდინარე არაგვში იპოვეს.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების პროცესში დაიკითხნენ სპორტსმენებიც.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ადამიანი დააკავა. მათ ბრალი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობისთვის ედებათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system