თავში

სახელმწიფო მინისტრი: საქართველოს ყველა მოქალაქე თანასწორია!

სახელმწიფო მინისტრი: საქართველოს ყველა მოქალაქე თანასწორია!
სახელმწიფო მინისტრი: საქართველოს ყველა მოქალაქე თანასწორია!

,,ნებისმიერი დისკრიმინაციული და შეურაცხმყოფელი კომენტარი თუ განცხადება, ეთნიკური თუ სხვა ნიშნით, იქნება ეს სოციალურ ქსელში თუ სხვა სივრცეში, არის კატეგორიულად მიუღებელი, მეტიც, არის საქართველოს საზოგადოების ინტერესის წინააღმდეგ მიმართული", -  ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

როგორც მინისტრი აცხადებს, საქართველოს ყველა მოქალაქე თანასწორია და გლობალური პანდემიის მძიმე გამოწვევის ფონზე, ერთობა და ურთიერთმხარდაჭერა განსაკუთრებით საჭიროა.

,,დარწმუნებული ვარ, ამას კარგად აცნობიერებს ჩვენი საზოგადოება და მსგავს ერთეულ მცდელობებს, რომ დაძაბულობა შეიტანონ საზოგადოებრივ ურთიერთობებში, ისედაც რთულ დროს, არანაირი შედეგი არ ექნება! გლობალური პანდემიის მძიმე გამოწვევის ფონზე, განსაკუთრებით გვჭირდება ერთობა და ურთიერთმხარდაჭერა უხილავ მტერთან წარმატებით გამკლავებისათვის.

საქართველოს ყველა რეგიონში, თითოეული ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა, თანაბრად პრიორიტეტულია, განურჩევლად ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა. ქვეყანაში, ისევე როგორც თითქმის მთელს მსოფლიოში, საგანგებო ვითარებაა. ზოგიერთ რაიონსა თუ დასახლებაში კი, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, სპეციფიური საკარანტინე ზომების გატარებაა საჭირო, პირველ რიგში, ადგილობრივების დასაცავად და კორონა ინფექციის გავრცელების პრევენციისათვის.

კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ამ საჭიროების გააზრება და სამოქალაქო პასუხისმგებლობის მაქსიმალირად გათავისება თითოეული ჩვენგანის მხრიდან. 

ჩვენ თანასწორნი ვართ, როგორც უფლებების, ისე პასუხისმგებლობების ნაწილში. ამიტომ, უნდა დავიცვათ კანონის მოთხოვნები და ჯანდაცვის სისტემის რეკომენდაციები, რის თაობაზეც ინფორმაცია ინტენსიურ რეჟიმში ვრცელდება, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა მშობლიურ ენებზე. ცხადია, პირველ რიგში პატივისცემას და დაფასებას იმსახურებს იმ ინსტიტუტების და მათ წარმომადგენელთა საქმიანობა, სამართალდამცავები, ექიმები, რომლებიც ჩვენი სიცოცხლის და უსაფრთხოებისთვის ბრძოლაში წინა ხაზზე არიან და თავდაუზოგავად შრომობენ.

ეთნიკური მრავალფეროვნება იყო, არის და იქნება ჩვენი ქვეყნის უნიკალური სიმდიდრე. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და ჩვენს ქვეყანას!", - წერს სახელმწიფო მინისტრი სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system