თავში

ენმ-ის ოფისთან მოშიმშილე რამდენიმე პირი შეუძლოდ გახდა

ენმ-ის ოფისთან მოშიმშილე რამდენიმე პირი შეუძლოდ გახდა
ენმ-ის ოფისთან მოშიმშილე რამდენიმე პირი შეუძლოდ გახდა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისთან, 12 კარავია გაშლილი, რომელშიც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 200-მდე ადამიანი შიმშილობს. რამდენიმე მათგანი შეუძლოდ გახდა, რის გამოც, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ენმ-ის წევრის - ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, რამდენიმე ადამიანი, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს, შიმშილობის აქციას გამოეთიშა. მისივე თქმით, მოშიმშილეების ჯანმრთელობის მონიტორინგი მუდმივად რეჟიმში მიმდინარეობს.

"ყოველი შემდგომი დღე იქნება კიდევ უფრო რთული აქციის მონაწილეებისთვის. მიმდინარეობს მაქსიმალური კონტროლი მათი ჯანმრთელობის. ბოლოს გადავიყვანეთ აქციის კიდევ ერთი მონაწილე კლინიკაში. ის შეუძლოდ გახდა და საჭირო იყო მედიკოსების ჩარევა, თუმცა მოშიმშილეების უმრავლესობა სტაბილურად არიან და თავს გრძნობენ ნორმალურად. შესაბამისად გრძელდება აქციაც და ამ აქციას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი მიზანი,"- აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.

შიმშილობის აქცია ენმ-ს ცენტრალურ ოფისთან 7 დღის წინ დაიწყო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system