თავში

ეპიდვითარება სტაბილურია, მაღალია ლეტალობის მაჩვენებელი - ეკატერინე ტიკარაძე

ეპიდვითარება სტაბილურია, მაღალია ლეტალობის მაჩვენებელი - ეკატერინე ტიკარაძე
ეპიდვითარება სტაბილურია, მაღალია ლეტალობის მაჩვენებელი - ეკატერინე ტიკარაძე

„ვაქცინაციის ტემპი საქართველოს მასშტაბით დამაკმაყოფილებელია. ამ მხრივ თბილისი და აჭარა ლიდერობს. სამეგრელოში ვაქცინირებული მოსახლეობის 11%-ია. ეს არ არის დამაკმაყოფილებელი - მის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ რუხის კლინიკაში ვიზიტისას განაცხადა.

"მნიშვნელოვანია მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია. ამ მიზნით ვიმყოფებოდი რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ვაქცინაციის პროცესში მნიშვნელოვანია სოფლის ექიმების გააქტიურებაც და მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაცია“,-აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრმა ეპიდემიოლოგიური ვითარებაც შეაფასა და აღნიშნა, რომ ვაქცინაციასთან ერთად მნიშვნელოვანია მოქალაქეებმა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები დაიცვან. მისივე განმარტებით, საქართველოში მეხუთე ტალღის დაწყებაზე საუბარი ნაადრევია. 

უწყების ხელმძღვანელმა 60 წელს ზემოთ მყოფ მოქალაქეებს იმუნიზაციის პროცესში ჩართულობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება სტაბილურია, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ტრანსპორტის ამოქმედებასთან ერთად, მოქალაქეებმა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები დაიცვან. რაც შეეხება მეხუთე ტალღას, ამასთან დაკავშირებით გარკვეული საუბრები არის სხვადასხვა ქვეყნებში, თუმცა ამ ეტაპისთვის საქართველოში ამაზე საუბარი ნაადრევია. ჩვენ არაერთი კვლევა გვაქვს ჩატარებული იმასთან დაკავშირებით, თუ როგორია ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი. ძირითადი რისკის მატარებლები 60 წელს ზემოთ მყოფი მოქალაქეები და ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები არიან. მათი ვაქცინაცია ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან, ინფიცირების შემთხვევაში მათ კლინიკა და რეანიმაცია ესაჭიროებათ . მაღალია ლეტალობის მაჩვენებელიც“,-ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system