თავში

ერაყში მცხოვრები ქართველებისთვის საელჩოს ცხელი ხაზი მუშაობს

ერაყში მცხოვრები ქართველებისთვის საელჩოს ცხელი ხაზი მუშაობს
ერაყში მცხოვრები ქართველებისთვის საელჩოს ცხელი ხაზი მუშაობს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომ იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში საქართველოს საელჩოში გახსნილია ცხელი ხაზი: +962 797 299 799. ის 24 საათის განმავლობაში მუშაობს და მასთან დაკავშირება ერაყში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლიათ.

სამინისტროს ცნობით, საელჩო ერაყში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან, რომელთა დიდი ნაწილიც ქურთისტანის რეგიონშია კონცენტრირებული, კავშირზეა. უწყება აცხადებს, რომ ქალაქებში დუჰუკში, ერბილსა და სულეიმანიაში მოქალაქეთა ინფორმაციით ვითარება მშვიდია და მათ საფრთხე არ ემუქრებათ. 

ირანელი გენერლის ქასიმ სულეიმანის ლიკვიდაციის შემდეგ ახლო აღმოსავლეთში მდგომარეობა დაიძაბა. ირანმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ ამერიკაზე შურს იძიებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system