თავში

"ერთ დღიანი ტური იყო, ახალგაზრდებისგან შემდგარი"- ტრაგედია შატილის გზაზე

"ერთ დღიანი ტური იყო, ახალგაზრდებისგან შემდგარი"- ტრაგედია შატილის გზაზე
ერთ დღიანი ტური იყო, ახალგაზრდებისგან შემდგარი- ტრაგედია შატილის გზაზე

"ხევსურეთში სოფელ ბისოში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

ერთდღიანი ტური იყო ახალგაზრდებისგან შემდგარი რაც ასე ცუდი შემთხვევით დასრულდა,"- ამის შესახებ სოციალურ ქსელში გაგა გოგოჭური წერს.

შატილში სავარაუდოდ ტურისტული ჯგუფი მიდიოდა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ვრცელდება. ამ დროისთვის უცნობია, რომელი ტურისტული კომპანიით სარგებლობდნენ მგზავრები.

ტრაგედიას შატილის გზაზე 12 ადამიანი ემსხვერპლა.

მიმდინარეობს მგზავრთა იდენტიფიცირება.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ - „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოს სიახლოვეს, შატილის გზაზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რის შედეგადაც მიკროავტობუსი გადავარდა კლდოვან ფერდობზე, დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან. შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ მოხდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფის მობილიზება. ადგილზე იმყოფებიან საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები და სამაშველო ტექნიკა. ადგილზე, ასევე, იმყოფებიან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებიც.

სამაშველო სამუშაოები უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით მიმდინარეობს. სამაშველო ჯგუფები რთული რელიეფური და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, სამაშველო ოპერაციას უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ.

პირველადი ინფორმაციით, მიკროავტობუსში მყოფი 12 მოქალაქე გარდაიცვალა, 3 კი მძიმედ დაშავდა. დაშავებულები მაშველებმა უსაფრთხო ტერიტორიაზე უკვე ამოიყვანეს, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებს საავადმყოფოში გადაჰყავთ. გრძელდება ტრანსპორტში მყოფი სხვა პირების ძებნისა და ამოყვანის სამუშაოები. ამასთანავე, მიმდინარეობს მგზავრთა იდენტიფიცირება და სხვა ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები. დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო,"- აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system