თავში

ეს არის გამარჯვება იმდროინდელ რუსეთის მე-11 არმიაზე - სალომე ზურაბიშვილი

ეს არის გამარჯვება იმდროინდელ რუსეთის მე-11 არმიაზე - სალომე ზურაბიშვილი
ეს არის გამარჯვება იმდროინდელ რუსეთის მე-11 არმიაზე - სალომე ზურაბიშვილი

"საქართველოს ჯარის დამაარსებელი ბრუნდება საქართველოში", – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტის ჩამოსვენებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, ეს არის ყველაზე დიდი გამარჯვება იმდროინდელ რუსეთის მე-11 არმიაზე.

„ძალიან სიმბოლური დღე არის დღეს და დიდი ემოციებით აღსავსე ვარ მე, რადგან დღევანდელი დღე იმას ნიშნავს, რომ დამოუკიდებელი საქართველოს მთავარსარდალი, უკანასკნელი რუსეთ-საქართველოს ბრძოლის დროს მყოფი მთავარსარდალი და საქართველოს ჯარის დამაარსებელი ბრუნდება საქართველოში. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს არის ყველაზე დიდი გამარჯვება იმდროინდელ რუსეთის მე-11 არმიაზე. დაბრუნება, გამარჯვება, ახალი მომავალი დაბრუნდა დამოუკიდებელ, ძლიერ საქართველოში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ,საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდალი, საქართველოს ეროვნული გმირი, გენერალი გიორგი კვინიტაძის ნეშტი საფრანგეთიდან საქართველოში დღეს ჩამოასვენეს. გენერალს სამების საკათედრო ტაძარში დაასვენებენ, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. 26 მაისს გიორგი კვინიტაძეს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გვერდით სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system