თავში

"ეს არის მავნებლობა... მოგვიწია სარისკო და მძიმე გადაწყვეტილებების მიღება" - კომპანია "ენერგო-პრო"

"ეს არის მავნებლობა... მოგვიწია სარისკო და მძიმე გადაწყვეტილებების მიღება" - კომპანია "ენერგო-პრო"
ეს არის მავნებლობა... მოგვიწია სარისკო და მძიმე გადაწყვეტილებების მიღება - კომპანია ენერგო-პრო

მესტიის მკვებავი მაღალი ძაბვის ხაზები სრულად აღდგენილია. ამ ეტაპზე, მესტიისთვის ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია ფიქსირებული სქემით, მაღალი ძაბვის ორივე ხაზი ჩართულია - ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯია" ავრცელებს. 

,,კიდევ ერთხელ მოგვიწია მეტად სარისკო და მძიმე გადაწყვეტილებების მიღება. ტექნიკურმა ჯგუფებმა მოკლე დროში, წარმატებით შეასრულეს ურთულესი დავალება. ვერტმფრენის თუ სხვა სპეცტექნიკის საშუალებით მოახდინეს ავარიის ადგილის იდენტიფიცირება და შემდგომ უზრუნველჰყვეს მისი აღდგენა. ყველა ასეთი ღინისძიება გადის ჩვენი თანამშრომლების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ზღვარზე, რისთვისაც მადლობა ყველა ამ თავგანწირულ პროფესიონალს. თუმცა, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება“ -განაცხადა ,,ენერგო-პრო ჯორჯიას ჰოლდინგის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ მიხეილ ბოცვაძემ“. ბოცვაძის თქმით, მესტიაში არსებული მდგომარეობა სერიოზულ ყურადღებას იმსახურებს. ,,ვერანაირი ქსელი ვერ გაუძლებს ელექტროენერგიის იმ მომხარებას რაც იქ ფიქსირდება. გარდაუვალია ავარიების განმეორება, შესაბამისად ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ სრულად იხსნის პასუხისმგებლობას მესტიაში არსებულ მდგომარეობაზე, ჩვენი ანალიზით, მოსახლეობის მოხმარებაც გარზრდილია, თუმცა, მთავარი მიზეზი მაინც უკანონოდ მიერთებული მაინერებია, რომელთა რიცხიც, ამ რთულ დღეებშიც იზრდება. მესტიის არსებული მოხმარება გაუტოლდა 2019 წლის დეკემბრის მოხმარებას, როდესაც 5 მილიონი ლარის მაინერი გავთიშეთ და ამოვიღეთ ადგილობრივ პოლიციასთან ერთად“- აცხადებენ ,,ენერგო-პრო ჯორჯიაში“. 

"ენერგო პრო ჯორჯიას ჰოლდინგის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, მიხეილ ბოცვაძე მესტიაში არსებულ მაინინგს მავნებლობას უწოდებს. მისი თქმით, აღნიშნულით მთელი რეგიონი ზიანდება. 

,,მესტიაში არსებული უკანონო მაინინგი არის მავნებლობა მთელი ზემო სვანეთის წინააღმდეგ, ამის ორგანიზატორი მავნებლები აზარალებენ ადგილობრივ პატიოსან მომხმარებლებს და მთელს რეგიონს 2 მთავარი მიზეზის გამო: 1. მნიშვნელოვნად აზიანებენ ინფრასტრუქტურას, ეხლა უკვე შეიძლება ითქვას, რომ მის აღდგენას 4-5 წელი დასჭირდება; 2. აახლოებენ გადაწყვეტილებას, რომ მესტიის ყველა მომხმარებელმა დაიწყოს ელექტროენერგიის საფასურის გადახდა. არასდროს გვისაუბრია, თუმცა ეხლა ვაცხადებთ, რომ მესტიის მოსახლეობის უფასო მომარაგებას მრავალი წლის განმავლობაში უზრუნველჰყოფთა ,,ენერგო-პრო“, 45 მილიონი ლარია დალექილი ამ რეგიონში და აბსურდულია მოსაზრება, რომ თითქოს მოსახლეობას ეკუთვნოდა ან ეკუთვნის ეფასო ელექტროენერგია. ამ ფონზე, რათქმაუნდა მინიმუმ უხერხულია პერიოდული ადგილობრივი დამტაცებლების თუ მოსახლეობის მხრიდან ზეწოლა თუ მუქარა ჩვენს თანამშრომლებზე ავარიული თუ გეგმიური გათიშვების არსებობის შესახებ, აგრეთვე შემაშფოთებელია კატეგორიული მოთხოვნა რომ კომპანიამ შეუფერხებლად მოახდინოს ერთდროულად 10-15 რაინისთვის საჭირო ელექტროენერგიის მიწოდება და თან ყოველგარი შეფერხების გარეშე“- აღნიშნავს მიხეილ ბოცვაძე.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ჩიხური მდგომარეობიდან გამოსავალი არსებობს.

,, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ზემო სვანეთის ენერგოკრიზისი არის გადაწყვეტადი პრობლემა, გვაქვს კონკრეტული გეგმაც და გამოცდილებაც, რომ მომდევნო ზამთარს მესტია შეხვდეს უკანონო მაინინგის გარეშე“- განაცხადა ბოცვაძემ. 

ცნობისთვის, რამდენიმე დღეა, მესტიაში მოსახლეობას ელექტროენერგია გრაფიკით მიეწოდება. მიზეზი მაინერების მუშაობაა. ავარიის მიზეზიც მაინერების მიერ ქსელის გადატვირთვა და ინფრასტრუქტურის დაზიანება გახდა.

მესტიაში, მთის კანონის გამო, მოსახლეობა ელექტროენერგიის საფასურს არ იხდის, კრიპტოვალუტის მაინინგს კი დიდი რაოდენობით ელექტროენერგია სჭირდება, ამიტომ, მაინინგ ფერმები აქ განათავსეს. 

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა მესტიის მუნიციპალიტეტის მერიამ და თქვა, რომ მუნიციპალიტეტს ჩაბნელება ემუქრება.

მესტიის მუნიციპალიტეტის მერია ელექტროენერგიის გაზრდილი მოხმარების ფონზე ადგილობრივ მოსახლეობას კრიპტოვალუტების ე.წ მაინერების გამორთვისკენ მოუწოდებს.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გასულ წლებთან შედარებით ელექტროენერგიის დღევანდელი მოხმარება 237%-ით არის გაზრდილი. მათივე ცნობით, არსებული ელექტროგადამცემი ხაზები ვერ უძლებს გათვალისწინებულზე ოთხჯერ მეტ დატვირთვას, რის შედეგადაც გახშირდა დაზიანებები.

პრობლემას გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა, რომელის თქმითაც, კომპანია "ენეტგო-პრო" მუდმივად აწყდება პრბლემებს. როგორც თურნავამ აღნიშნა, მესტია იმდენად კარგად ვითარდება, რომ მას მაინინგი არ სჭირდება. მისი თქმით, აღნიშნული ბიზნესი პრაქტიკულად არალეგალურია

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system