თავში

"ეს არის ტყუილი, მგზავრობის ტარიფი არ გაზრდილა" - კახა კალაძე

"ეს არის ტყუილი, მგზავრობის ტარიფი არ გაზრდილა" - კახა კალაძე
ეს არის ტყუილი, მგზავრობის ტარიფი არ გაზრდილა - კახა კალაძე

"ეს არის ტყუილი და მცდელობა, საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში. არანაირი ტარიფი არ გაზრდილა", - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ადამიანებს, რომლებიც საზოგადოებრივ ტრანსპორტს ყველაზე ხშირად იყენებენ, მგზავრობა გაუიაფდებათ.

"შემოდის ახალი საგადასახადო სისტემა, ეს არის აბონემენტები რომელიც არის ყველა ევროპულ განვითარებულ ქვეყანაში, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა არის მოწესრიგებული და საქართველოშიც, რა თქმა უნდა, ეს სისტემა ინერგება. 

ადამიანი თავად ირჩევს, რომელი აბონემენტის რომელი მიმართულება აიღოს. ეს შეიძლება იყოს ერთკვირიანი, რომელიც უფრო ტურისტებზეა გათვლილი; შეიძლება, იყოს ერთდღიანი, ერთთვიანი, სამთვიანი, ერთწლიანი. 

გვაქვს სრული მონაცემები, რამდენი ადამიანი რამდენჯერ მგზავრობს დღის განმავლობაში. შესაბამისად, ყველაფერი ჩვენზე უკეთ არავინ არ იცის. ამიტომ ადამიანებს, რომლებიც საზოგადოებრივ ტრანსპორტს იყენებენ ყველაზე ხშირად, შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა გაუიაფდებათ, გრძელვადიან პერსპექტივაში", - განაცხადა კახა კალაძემ.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის აბონემენტების ახალი სისტემა და ტარიფები, იხილეთ ბმულზე

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system