თავში

"ეს ძალიან საგანგაშოა" - თამარ გაბუნიას განცხადება

"ეს ძალიან საგანგაშოა" - თამარ გაბუნიას განცხადება
ეს ძალიან საგანგაშოა - თამარ გაბუნიას განცხადება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია, ბოლო დღეებში ვაქცინაციის ტემპს საგანგაშოს უწოდებს და აღნიშნავს, რომ პროცესის მეტი სტიმულირებაა საჭირო. 

"ბოლო დღეებში ვაქცინაციის ტემპი შემცირდა. გუშინ, მიუხედავად იმისა, რომ კვირა დღე იყო და შესაძლოა მეტ მოქალაქეს ჰქონოდა იმის დრო რომ ვაქცინაციაზე წასულიყო, ასე არ მოხდა და 7 000-ზე ოდნავ მეტი აცრა ჩატარდა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან საგანგაშოა და მიუთითებს, რომ სერიოზულად საჭიროა ვაქცინაციის კიდევ მეტად სტიმულირება" - განაცხადა თამარ გაბუნიამ. 

მისი თქმით, ვაქცინაციის შედეგებით დედაქალაქი ლიდერობს, ხოლო რეგიონებში ამ მხრივ ვითარება საყურადღებოა. 

„თბილისი ლიდერობს, სადაც 60%-ზე მეტია მოზრდილი მოსახლეობის მოცვა, თუმცა იგივეს ვერ ვიტყვით სხვა რეგიონებზე. განსაკუთრებით საყურადღებოა მაღალ ასაკობრივ ჯგუფებში დაბალი მოცვის მაჩვენებელი“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system