თავში

ეს ვარიანტი, გარკვეულწილად, გვერდს უვლის ვაქცინებს - გამყრელიძე

ეს ვარიანტი, გარკვეულწილად, გვერდს უვლის ვაქცინებს - გამყრელიძე
ეს ვარიანტი, გარკვეულწილად, გვერდს უვლის ვაქცინებს - გამყრელიძე

„ომიკრონით“ რეინფიცირების პროცენტი საკმაოდ მაღალია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„ომიკრონის“ გავრცელების სისწრაფე 3-4-ჯერ და კიდევ უფრო მეტია, ვიდრე აქამდე არსებული კორონავირუსის შტამების. ხელმეორედ ინფიცირდებიან ადამიანები, ვისაც ინფექცია გადატანილი აქვთ, ანუ რეინფექციის პროცენტი საკმაოდ მაღალია. ამავე დროს, პარალელურად, გარკვეულად ის გვერდს უვლის იმ ვაქცინებს, რომლებიც დღეს გამოიყენება, მხოლოდ თუ ბუსტერია გაკეთებული, ბუსტერიზებულ ადამიანებში შედარებით ნაკლებია ინფიცირების მაჩვენებელი“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში "ომიკრონის" 253 შემთხვევაა ლაბორატორიულად დადასტურებული, თუმცა რეალური მაჩვენებლის მისაღებად ეს რიცხვი 4-ზე უნდა გამრავლდეს. 

კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა იხილეთ ბმულზე.

კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი იხილეთ ბმულზე.

ვაქცინაციის განახლებული სტატისტიკა იხილეთ ბმულზე

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system