თავში

"ეს იქნება ჩვენი კიდევ ერთი, მოკრძალებული ნაბიჯი" - კეკელიძე

"ეს იქნება ჩვენი კიდევ ერთი, მოკრძალებული ნაბიჯი" - კეკელიძე
ეს იქნება ჩვენი კიდევ ერთი, მოკრძალებული ნაბიჯი - კეკელიძე

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. 

როგორც გიორგი კეკელიძე "ფეისბუქში" წერს, ოკუპაციის გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების სკოლების ბიბლიოთეკებში, დათა პაპას სახელობის წიგნის კუთხეები გაიხსნება.

"ივნისიდან, ოკუპაციის გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების სკოლების ბიბლიოთეკებში, დათა პაპას სახელობის წიგნის კუთხეებს გავხსნით, რომელშიც უახლეს გამოცემებს განვათავსებთ - კლასიკურ და თანამედროვე ლიტერატურას. ეს იქნება ჩვენი კიდევ ერთი, მოკრძალებული ნაბიჯი ამ მნიშვნელოვანი კაცისთვის პატივის მისაგებად, მისივე სახელობის სტიპენდიის დაარსების შემდეგ. პროექტის მხარდამჭერი შპს ,,სოლუტივოა". გიორგობას გილოცავთ!", - წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system