თავში

ესპანეთში კორონავირუსით საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა

ესპანეთში კორონავირუსით საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა
ესპანეთში კორონავირუსით საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა

ესპანეთში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა, რომელიც კორონავირუსით იყო ინფიცირებული. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამედიცინო ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ განაცხადა. 

საგარეო საქმეთა სამინისტროდან მივიღეთ შეტყობინება, რომ ესპანეთში გარდაიცვალა ჩვენი თანამემამულე, ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ჰქონდა ონკოლოგიური დაავადება და ამავე დროს, კორონავირუსი. სამინისტრო ამჟამად კავშირშია, როგორც შესაბამის უწყებებთან ესპანეთში, ასევე ოჯახთან, რათა მაქსიმალურად მოხდეს ამ ოჯახის ყოველმხრივ დახმარება“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

ეს ესპანეთში საქართველოს მოქალაქის კორონავირუსით გარდაცვალების მეორე შემთხვევაა. პირველი ასეთი ფაქტი 19 მარტს დაფიქსირდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system