თავში

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სესიის პარალელურად საპროტესტო აქცია გაიმართა - PHOTO

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სესიის პარალელურად საპროტესტო აქცია გაიმართა - PHOTO
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სესიის პარალელურად საპროტესტო აქცია გაიმართა - PHOTO

სასტუმრო „ბილტმორთან“, სადაც ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის რიგით მერვე ყოველწლიური სესია მიმდინარეობს, მოძრაობა ,„სირცხვილიას“ და ,„შეცვალეს“ წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. 

მოძრაობის წევრები სასტუმროსთან პლაკატებითა და სიმბოლური საარჩევნო ყუთით მივიდნენ. ისინი საარჩევნო სისტემის ცვლილებას ითხოვენ. აქციის მონაწილეების თქმით, მათი მოთხოვნა უცვლელია და ხელისუფლებას დისკომფორტს იქამდე შეუქმნიან, ვიდრე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

„ჩვენი მოთხოვნა არ იცვლება. გვინდა ბიძინა ივანიშვილმა შეასრულოს დაპირება. დღეს ძირითადი გზავნილები გვაქვს უცხოელი დიპლომატების მიმართ, რადგან მათი წნეხის გარეშე დემოკრატიული ცვლილება არ მოხდება და ეს ცვლილება პროპორციული სისტემაა“ - განაცხადა "სირცხვილიას" ერთ-ერთმა აქტივისტმა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ადგილზე უსაფრთხოების მიზნით მობილიზებულები არიან სამართალდამცველები. 

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის რიგით მერვე ყოველწლიური სესია პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ გახსნა.

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობას იღებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system