თავში

ეზუგბაია: 4 პაციენტის მდგომარეობა პრობლემურია - VIDEO

ეზუგბაია: 4 პაციენტის მდგომარეობა პრობლემურია
ეზუგბაია: 4 პაციენტის მდგომარეობა პრობლემურია - VIDEO

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია ადასტურებს მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 44-მდე გაიზარდა.

მისი განმარტებით, ოთხი პაციენტის მდგომარეობა პრობლემურია, რადგან მათ ასაკთან ერთად, თანხლები დაავადებები აქვთ. ეზუგბაია ამბობს, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნებისმიერ ეტაპზე გართულდეს. მოსალოდნელია არაკეთილსაიმედო გამოსავალი. 

“44 პაციენტია საქართველოში დადასტურებული, 32 პაციენტი იმყოფება ჩვენს კლინიკაში, ორი პაციენტია აჭარაში. სამი პაციენტი დადასტურდა ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში, ოთხი პაციენტი იმყოფება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში. , თუ არ ვცდები, სამი არის საჩხერის კლნიკაში. დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, 44 პაციენტში ჯერჯერობით 4 კვლავ პრობლემური პაციენტია. ორი პაციენტი, ასაკოვანი ქალბატონია. ასევე, საუნივერსიტეტო კლინიკაში არის ორი ასეთი პრობლემური პაციენტი. მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. დინამიკაში გაუარესება არ შეიმჩნევა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ პაციენტებთან ძირითადად ასაკის და თან არსებული დაავადებების გამო, მოსალოდნელია დაავადების ნებისმიერ ეტაპზე პროგრესირება, გართულება და არაკეთილსაიმედო გამოსავალი. თუმცა, ვიმედოვნებთ, რომ ეს ასე არ მოხდება“,- განაცახადა ეზუგბაიამ.

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 44 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან ერთი გამოჯანმრთელდა და კლინიკიდან გაეწერა.კარანტინის რეჟიმში 1925 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 271.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system