თავში

ეზუგბაია: კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის ჩეხეთის მოქალაქეები არ არიან

ეზუგბაია: კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის ჩეხეთის მოქალაქეები არ არიან
ეზუგბაია: კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის ჩეხეთის მოქალაქეები არ არიან

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველოში მყოფ ჩეხ ტურისტებს კორონავირუსი აქვთ. 

„ეს არ არის სწორი ინფორმაცია. ჩეხეთის მოქალაქეებთან კორონავირუსზე დასტური არ არის მიღებული“, – განუცხადა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს.  

ცნობისთვის, გუდაურში მდებარე რესტორანმა, ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამ ჩეხ ტურისტს, რომლებიც გუდაურში იმყოფებოდნენ, და აღნიშნულ რესტორანში ხშირად დადიოდნენ, კორონავირუსი დაუდასტურდათ. მათივე ინფორმაციით, რესტორანმა მუშაობა შეწყვიტა და თანამშრომლები თვითიზოლაციაში არიან. 

ამ დროისათვის, საქართველოში კორონავირუსის 33 შემთხვევაა დადასტურებული, კარანტინის რეჟიმში 637 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 54 პირი რჩება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system