თავში

ფშაველი-აბანო-ომალოს გზას წმენდენ

ფშაველი-აბანო-ომალოს გზას წმენდენ
ფშაველი-აბანო-ომალოს გზას წმენდენ

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, უხვი ნალექის შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 26-ე, 47-ე 57 -ე კილომეტრზე ადიდდა ხევები, რამაც გამოიწვია ღვარცოფული გამონატანები.

აღნიშნულის გამო, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის მე-10 დან 72-ე კილომეტრამდე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს გაწმენდით სამუშაოებს, მიმდინარეობს დამატებითი ტექნიკის მობილიზება, რათა უსწრაფესად მოხდეს საავტომობილო მიმოსვლის აღდგენა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system