თავში

გაფიცულ მაღაროელთა ნაწილთან შეთანხმება შედგა - "ჯორჯიან მანგანეზი"

გაფიცულ მაღაროელთა ნაწილთან შეთანხმება შედგა - "ჯორჯიან მანგანეზი"
გაფიცულ მაღაროელთა ნაწილთან შეთანხმება შედგა - ჯორჯიან მანგანეზი

ჭიათურაში, გაფიცულ მაღაროელებთა ნაწილთან შეთანხმება შედგა- ამის შესახებ ინფორმაციას "ჯორჯიან მანგანეზი" ავრცელებს.

კომპანიის თქმით, გაფიცული მაღაროელებიდან "ჯი ემ ტექნიკა" სერვისის (ატეკას) თანამშრომლები სამუშაო პროცესს ორშაბათიდან დაუბრუნდებიან

მათივე ცნობით,დანარჩენ გაფიცულებთან პროფკავშირების ჩართულობით გრძელდება მოლაპარაკებები.

"კომპანია იმედოვნებს, რომ მხარეებს შორის შეთანხმება შედგება. შპს ,, ჯორჯიან მანგანეზი'' 2021 წლის პირველი მაისიდან, დასაქმებულებთან ახალი ხელშეკრულებით განაგრძობს მუშაობას.

ხელშეკრულების პირობები ითვალისწინებს:მუშა-მოსამსახურეთა ყოველთვიური ანაზღაურების 250 ლარით მატებას.

ყოველწლიურ სადღესასწაულო პრემიას 250 ლარის ოდენობით.

ახალი ხელშეკრულებით დასაქმებულის მომატებული ანაზღაურება წელიწადში, ჯამში შეადგენს 3 250 ლარს.

ასევე, მაისის თვიდან, ანაზღაურებას დაემატება ინდექსაცია, რაც ითვალისწინებს სატარიფო განაკვეთის 5,2 პროცენტით მატებას. ამ პირობებით, შპს ,, ჯორჯიან მანგანეზი და მასთან დაკავშირებული კომპანიები, მზად არიან 26 აპრილიდან , დასაქმებულებთან გააფორმონ ახალი ხელშეკრულება, რომელიც ძალაში შევა პირველი მაისიდან. პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის პირობებში კომპანია მოქმედებს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით ქვეყნის და დასაქმებულთა წინაშე. სურს შეინარჩუნოს სამუშაო ადგილები და არ შეჩერდეს საწარმოო პროცესი. რაც თავის მხრივ მნიშვნელოვანი დარტყმა იქნება ქვეყნის ეკონომიკისთვის. ეს შეთავაზება დღევანდელ პირობებში, კომპანიის მხრიდან იყო მაქსიმუმი",- აღნიშნულია "ჯორჯიან მანგანეზის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.ცნობისთვის, ჭიათურაში მეშახტეები რამდენიმე დღის წინ გაიფიცნენ

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system