თავში

გახარია: შეიძლება ყოველთვის გვყავდეს ინფიცირებული ადამიანი

გახარია: შეიძლება ყოველთვის გვყავდეს ინფიცირებული ადამიანი
გახარია: შეიძლება ყოველთვის გვყავდეს ინფიცირებული ადამიანი

"COVID 19 ჩვენს ცხოვრებაში არის უკვე მოვლენა და უნდა ვისწავლოთ, როგორ ვმართოთ ეს მოვლენა", - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. გიორგი გახარიას თქმით, შესაძლოა ქვეყანაში ყოველთვის იყოს ინფიცირებული ადამიანი, მაგრამ ჯანდაცვის სისტემამ უნდა ისწავლოს, როგორ ებრძოლოს ამ დაავადებას ეფექტურად.

"ჩვენ კიდევ უნდა ვისწავლოთ, ამ პირობებში როგორ გავაგრძელოთ შრომა, ეკონომიკური საქმიანობა, შეიძლება პირბადეებით, შეიძლება ხელთათმანებით, მაგრამ ცხოვრება უნდა გაგრძელდეს“, - განაცხადა გახარიამ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 157 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 28 ადამიანი. გარდაიცვალა - 1. კარანტინის რეჟიმშია 5526 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 344 პირი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system