თავში

გიორგი გახარია სოფელ ზედა ეწერში მეწარმეებს შეხვდა

​გიორგი გახარია სოფელ ზედა ეწერში მეწარმეებს შეხვდა
გიორგი გახარია სოფელ ზედა ეწერში მეწარმეებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, სამეგრელო - ზემო სვანეთის მეწარმეებს შეხვდა. შეხვედრაზე რეგიონში სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სფეროს განვითარებაზე ისაუბრეს. ადგილობრივებმა მთავრობის მეთაურს პრობლემების შესახებ ინფორმაცია გაუზიარეს და ყოველდღიურ საჭიროებებზე უამბეს.

გიორგი გახარიას თქმით, გარდა ტრადიციული კულტურებისა, ტურიზმის განვითარებისათვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი მევენახეობა კიდევ უფრო განვითარდეს.

„მესმის, რომ ამას ვერ ექნება ინდუსტრიული ხასიათი და ეს ვერ იქნება ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი, მაგრამ პატარა მარნებიც უნდა გავაკეთოთ. სამაგიეროდ, ეს ტურიზმისთვის იქნება მნიშვნელოვანი. საქართველო მაინც ღვინოა. უცხოელი ვერ ასხვავებს, კახეთს ქართლს და სამეგრელოს. მესამედ და მეოთხედ რომ ჩამოვა, მაშინ გაიგებს და სადაც ფეხს დადგამს საქართველოში, ჰგონია, რომ ყველგან კარგი ყურძენი უნდა მოდიოდეს და კარგი ღვინო. თუმცა ისტორიულად აქაც იყო ჯიშები და მისი აღდგენას შეიძლება“, - უთხრა მეწარმეებს პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, სამეგრელოში ტურისტული პროდუქტები განვითარებული არ არის და ამ მიმართულებით ბევრია სამუშაო. მთავრობის მეთაურმა ადგილობრივ ხელისუფლებას სამოქმედო გეგმის შემუშავება დაავალა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system