თავში

შსს-მ კიბერშეტევის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო

გამოძიება დაიწყო
შსს-მ კიბერშეტევის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო

დღეს სხვადასხვა ვებ-გვერდებზე განხორციელებულ კიბერშეტევაზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. 

უწყების პრესსამსახურის ცნობით, გამოძიება სსკ-ის 284-მუხლით დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას გულისხმობს.

დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

ცნობისთვის, დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საერთო სასამართლოების, ბათუმის საკრებულოსა და ქუთაისის მუნიციპალიტეტის ასევე, რამდენიმე მედიასააგენტოს ვებგვერდზე კიბერთავდასხმა განხორციელდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system