თავში

გამყრელიძე: არ შევიქმნათ ილუზია, რომ ზეგ, მაზეგ შედეგი გვექნება

გამყრელიძე: არ შევიქმნათ ილუზია, რომ ზეგ, მაზეგ შედეგი გვექნება
გამყრელიძე: არ შევიქმნათ ილუზია, რომ ზეგ, მაზეგ შედეგი გვექნება

ჩვენ არ შევიქმნათ ახლა ილუზია, შეზღუდვები რომ დაიწყება ზეგ, მაზეგ შედეგი გვექნება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, შეზღუდვების ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება, ქვეყანაში ინფიცირების ზრდის შეჩერებაა. 

„ზაფხულში ჩვენ დავიჯერეთ, ილუზია შევიქმენით, რომ დავამარცხეთ კორონავირუსი, ამან ითამაშა სერიოზული როლი. მობილობის ზრდამ განსაკუთრებით აგვისტოში, შემდეგ მობილობის ზრდამ წინასაარჩევნო კამპანიაში, შემდგომ საარჩევნო დღე. მოგეხსენებათ, რომ როცა 2 მილიონი ადამიანი გამოდის ერთდროულად გარეთ, ყველაფერმა ამან თანმდევნმა პროცესებმა ერთობლიობაში ითამაშა სერიოზული როლი, რომ ჩვენ ავედით ჯერ სამნიშნა ციფრზე,  შემდეგ ოთხნიშნაზე და გვაქვს 3-4 ათასი დადასტურებული შემთხვევა. პროგნოზულად ეს არის ის დადასტურებული, რასაც დღეს სისტემა ავლენს. ახლა შეზღუდვების ორთვიანი პროგრამა გამოცხადდა. ჩვენ 24 დეკემბრამდე გვექნება საკმაოდ მკაცრი შეზღუდვები, მაგრამ ეს არ არის ძალიან მკაცრი, რადგან ჩვენ გარკვეულად ვისწავლეთ თანაცხოვრება“, – განაცხადა გამყრელიძემ ,,პირველი არხის" ეთერში.

ცნობისთვის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან ქვეყნის მასშტაბით შეზღუდვები მკაცრდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system