თავში

გამყრელიძე: ქობულეთში საპანიკო არაფერია

გამყრელიძე: ქობულეთში საპანიკო არაფერია
გამყრელიძე: ქობულეთში საპანიკო არაფერია

"ქობულეთში საპანიკო არაფერია, პროცესი მალე ჩაქრება, "- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა.

ამირან გამყრელიძის თქმით, უკვე გამოკვლეულია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირები და მიმდინარეობს ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევები.

"შემთხვევა დადასტურდა ერთ-ერთ კაფეში, სადაც ღია სივრცეში ხალხის შეკრება იყო. სამივე ინფიცირებული თბილისიდან არის ჩამოსული. ისინი ზაფხულობით დასაქმებულები არიან ქობულეთში. გამოკვლეულია ყველა კონტაქტი. თვითონ ამ კაფე-ბარში გამკაცრებულია რეგულაციები, მიმდინარეობს ღრმა ეპიდკვლევები და ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და სულ ინფიცირებულთა რეგისტრირებული რაოდენობა 1336-მდე გაიზარდა.

განკურნებულია 1088 პაციენტი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system