თავში

გამყრელიძე: კოვიდი არ დამთავრდება არც ამ წლის ბოლოს

გამყრელიძე: კოვიდი არ დამთავრდება არც ამ წლის ბოლოს
გამყრელიძე: კოვიდი არ დამთავრდება არც ამ წლის ბოლოს

კოვიდი არ დამთავრდება არც დღეს, არც ხვალ და არც ამ წლის ბოლოს, ამიტომ ჩაკეტილი სიტემები, ჩაკეტილი ქვეყნები ვერ ვიქნებით. ეკონომიკა ვეღარ იქნება ჩაკეტილი. ჩვენთან შემსუბუქება 27 აპრილს დაიწყო და ეკონომიკის თითქმის ყველა სფერო ამუშავდა, მათ შორის ტურიზმი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა შემსუბუქებას, საზღვრების გახსნას გარკვეული რისკი მოჰყვება, მაგრამ სისტემა მზად არის, რომ რისკები მაქსიმალურად შეამციროს.

„კოვიდპასპორტი ზოგიერთმა ქვეყანამ დაადგინა, ზოგიერთმა - არა. უნიფიცირებული მიდგომა ამაზე ჯანმოს ან NCDC-ის რეკომენდაციებით არ ყოფილა. ქვეყნების გადასაწყვეტია, ისინი კოვიდპასპორტს დაადგენენ თუ არა ქვეყანაში შემომსვლელებზე. რაც შეეხება იმას, არის თუ არა რისკი შეზღუდვების მოხსნაზე, რა თქმა უნდა, რადგან ჩვენ ვამსუბუქებთ რეგულაციებს, გარკვეული რისკი ყოველთვის მატულობს. ამაზე ჩემი პასუხი გახლავთ ის, რომ კოვიდი არ დამთავრდება დღეს, ხვალ, ზეგ არც ამ წლის ბოლოს, ამიტომ ჩაკეტილი სიტემები, ჩაკეტილი ქვეყნები ვერ ვიქნებით. თანდათან ეს შემსუბუქებები მოიხსნა და ეკონომიკის ყველა სფერო ქვეყანაში ამუშავდა. რა თქმა უნდა, ყველა შემსუბუქებას გარკვეული რისკი მოჰყვება, ამიტომაც სისტემა მზად უნდა იყოს და მზად არის, რომ ეს რისკები მაქსიმალურად გავანეიტრალოთ. ანუ ბალანსი დავამყაროთ ეკონომიკის გახსნასთან, თავისუფლებასთან და ინფექციასთან“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system