თავში

გამყრელიძე: მთავრობამ ოპერატიულად უნდა დააწესოს შეზღუდვები

გამყრელიძე: მთავრობამ ოპერატიულად უნდა დააწესოს შეზღუდვები
გამყრელიძე: მთავრობამ ოპერატიულად უნდა დააწესოს შეზღუდვები

კორონავირუსი არ გაქრება 23 მაისს, კორონავირუსთან ჩვენ კარგა ხანს მოგვიწევს ყოფნა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, სლოგანი „დარჩი სახლში“ თანდათან შეიცვლება შემდეგნაირად - "ვისწავლოთ თანაცხოვრება კორონავირუსთან ერთად". 

მისივე თქმით, მთავრობას გარკვეული შემზღუდავი ღონისძიებების შემოღება ოპერატიულად უნდა შეეძლოს, რის გამოც, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მხარს უჭერს საკანონმდებლო ცვლილებებს. 

„შეიძლება იყოს ცოტა მეტი შემთხვევებიც ამ შემსუბუქების პერიოდში. როცა შეიძლება დაგვჭირდეს ცოტა მკაცრი ღონისძიებები, იგივე ერთი კლასტერის, ერთი სოფლის დროებით ჩაკეტვა, ორი, სამი ხუთი დღით ერთი არეალის ან იმ არეალში გადაადგილების შეზღუდვა, ამისთვის არ უნდა იყოს აუცილებელი ყოველ წუთში ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება. მთავრობამ ოპერატიულად უნდა მიიღოს მოკლე ხნიანი შემზღუდავი ღონისძიებები, რომელიც სწრაფად მოახდენს ლოკალიზებას ინფექციისა და არ მისცემს მას გავრცელების საშუალებას მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე. დაავადებათა კონტროლის ცენტრი კანონმდებლობაში ამ ტიპის ცვლილებებს მხარს უჭერს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტს განიხილავს. 

პროექტის მიხედვით, საკარანტინო ღონისძიებები ახლებურად განისაზღვრება და გულისხმობს ისეთ ღონისძიებებსაც, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომისა და სხვა უფლებების შეზღუდვასთან.

ამავე კანონმდებლობის დონეზე განისაზღვრება ტერმინები – „იზოლაცია“ და „საკარანტინო ღონისძიებები“, რითაც იქმნება შესაძლებლობა, რომ გარკვეული შეზღუდვები საგანგებო მდგომარეობის გარეშეც დაწესდეს.

„იმისათვის, რომ საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ, პროცესები უმართავი არ გახდეს, საქართველოს მთავრობასა და სხვა შესაბამის უწყებებს კვლავ ჰქონდეთ შესაძლებლობა, საჭირო ღონისძიებები სათანადოდ განახორციელონ, აუცილებელია, რომ კანონპროექტით წარმოდგენილი ნორმები დროულად იყოს მიღებული და ამოქმედებული“, – ნათქვამია კანონპროექტში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system