თავში

გამყრელიძე: თქვენი თაობა მეორე პანდემიას აღარ მოესწრება

გამყრელიძე: თქვენი თაობა მეორე პანდემიას აღარ მოესწრება
გამყრელიძე: თქვენი თაობა მეორე პანდემიას აღარ მოესწრება

"თქვენი თაობა მეორე პანდემიას აღარ მოესწრება,"- ასე მიმართა ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება კონტროლს ემორჩილება.

მისივე განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირებულების უკვე 86 პროცენტია გამოჯანმრთელებული, კლინიკებში კი 119 კოვიდინფიცირებული რჩება.

"ნუ შეშინდებით, მეორე პანდემია დიდი ხნის განმავლობაში არ იქნება. როდესაც კორონავირუსის პანდემიას მოვილევთ, დარწმუნებული ვარ თქვენი თაობა მეორე პანდემიას აღარ მოესწრება.

ქვეყანაში ეპიდსიტუაცია სრულად კონტროლირებადია, ემორჩილება მართვას. დღეის მონაცემით, გამოჯანმრთელების მაჩვენებელი გვაქვს საკმაოდ კარგი, 86 პროცენტზე ავედით გამოჯანმრთელების მაჩვენებლის მიხედვით.

119 ადამიანი, კოვიდინფიცირებული რჩება კლინიკებში. სამწუხაროდ, გვაქვს 15 გარდაცვალება, რომელიც წარმოადგენს 1.6 პროცენტს, რაც, რა თქმა უნდა, საერთაშორისო გლობალურ მაჩვენებლებთან შედარებით, დაბალია", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სამი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 928 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 794 ადამიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system