თავში

ვინ არის კორონავირუსით გარდაცვლილი 25-ე პაციენტი

ვინ არის კორონავირუსით გარდაცვლილი 25-ე პაციენტი
ვინ არის კორონავირუსით გარდაცვლილი 25-ე პაციენტი

საქართველოში, კორონავირუსით კიდევ ერთი, 25-ე პაციენტი აჭარაში გარდაიცვალა. 

როგორც აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, 76 წლის კაცი, ბათუმის კლინიკა "მედ ემერჯენსში" 22 სექტემბერს, 00:52 საათზე, სასწრაფო დახმარების ჯგუფმა შეიყვანა.

პაციენტს სუნთქვის მწვავე უკმარისობა და ცხელება აღენიშნებოდა.

,,პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ჰქონდა რთული ანამნეზი: გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია ESU/ESC 3, ექსტრასისტოლური არითმია, გულის უკმარისობა.

კლინიკაში მაშინვე გატარდა შესაბამისი ღონისძიებები, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. გარდაცვალებამდე აღებული იქნა ტესტი კორონავირუსზე, პაციენტს დაუდასტურდა COVID-19", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system