თავში

აჭარის ჯანდაცვის ცენტრში კაცის კრაზანის ნაკბენით გარდაცვალებას უარყოფენ

გარდაცვალებას უარყოფენ
აჭარის ჯანდაცვის ცენტრში კაცის კრაზანის ნაკბენით გარდაცვალებას უარყოფენ

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაღელეში კაცი კრაზანის ნაკბენით გარდაიცვალა, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში უარყოფენ. 

როგორც report.ge-ს ცენტრის დირექტორმა რუსუდან შავიშვილმა განუცხადა, ცხედარს გარეგნული დათვალიერების შედეგად მწერის ნაკბენის კვალი არ ჰქონდა. 

,,ვესაუბრე ქობულეთის სასწრაფო დახმარების ხელმძღვანელობას, ისინი რომ ავიდნენ ადგილზე, პაციენტი გარდაცვლილი დახვდათ. სრული დათვალიერების შედეგად არსად იყო ნაკბენის კვალი - საეჭვოც კი. სავარაუდოდ, დაფიქსირდა ინფარქტი. ოჯახმა ექსპერტიზაზე უარი განაცხადა", - უთხრა report.ge-ს რუსუდან შავიშვილმა.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაღელეში 57 წლის კაცი გარდაიცვალა. 

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ გარდაცვალების მიზეზი მწერის ნაკბენი იყო. თუმცა, ოჯახი კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას და აცხადებს, რომ კაცს გულთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system