თავში

გატაცებული ქართველი მეზღვაურების ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია

გატაცებული ქართველი მეზღვაურების ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია
გატაცებული ქართველი მეზღვაურების ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია

ნიგერიაში გატაცებული 9 ქართველი მეზღვაურის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.  

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში report.ge-ს განუმარტეს, რომ მიმდინარეობს შესაბამისი აქტიური მუშაობა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, გემთმფლობელ კომპანიასთან და კანადის სახელმწიფოსთან ერთად. ასევე სააგენტო კომუნიკაციაზე რჩება გატაცებული მეზღვაურების ოჯახებთან. თუმცა, მეზღვაურების უსაფრთხოების მიზნით დამატებითი ინფორმაციის გაცემისგან თავს იკავებენ და ამბობენ, რომ წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, პროცესის სწრაფად ვერ დასრულდება. 

შეგახსენებთ, რომ მეკობრეებმა ნიგერიაში 10 მეზღვაური გაიტაცეს, აქედან 9 საქართველოს მოქალაქეა, ერთი კი - უკრაინის. ნიგერიის ეკონომიკურ ზონაში, პანამის დროშის ქვეშ მცურავ გემს თავს 30 აპრილს დაესხნენ. ამ დროისთვის გემზე 4 ქართველი მეზღვაური რჩება. გატაცებულების ადგილსამყოფელი კი უცნობია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system