თავში

გაუარესებული ეპიდ-მდგომარეობა თბილისსა და იმერეთში - განაწილება რეგიონების მიხედვით

ეპიდ-მდგომარეობა თბილისსა და იმერეთში - განაწილება რეგიონების მიხედვით
გაუარესებული ეპიდ-მდგომარეობა თბილისსა და იმერეთში - განაწილება რეგიონების მიხედვით

დღეს გამოვლენილი კორონავირუსის ახალი შემთხვევიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისში დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ინფიცირებულთა რაოდენობამ იკლო აჭარის რეგიონში, თუმცა მოიმატა იმერეთში. 

"მოიმატა თბილისში, დღეისთვის არის 397 ახალი დადასტურებული შემთხვევა, აჭარაში ცოტა შემცირდა და არის 226, იმერეთში მოიმატა და არის 232, სამეგრელო-ზემო სვანეთი თითქმის სტაბილურია, 27 ახალი შემთხვევაა, ქვემო ქართლში 20, შიდა ქართლში  14, მცხეთა-მთიანეთში 15, კახეთში  13, სამცხე-ჯავახეთში  8, გურიში  6 შემთხვევა დაფიქსირდა",- განაცხადა მარინა ენდელაძემ.

ცნობისთვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 16 285-მდე გაიზარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system