თავში

გენადი ბესტაევის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

გენადი ბესტაევის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა
გენადი ბესტაევის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული გენადი ბესტაევის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გვიან ღამით გადმოიყვანეს.

ცხინვალის ციხიდან პაციენტი ჰემორაგიული ინსულტის დიაგნოზით ქართულ-ჰოლანდიურ ჰოსპიტალში შეიყვანეს.

მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების ინფორმაციით, ბესტაევი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე, კომატოზურ მდგომარეობაშია. 

“პაციენტი გადმოყვანილია კრიტიკული მდგომარეობით, არის მართვით სუნთქვაზე, კომატოზურ მდგომარეობაში. დადგენილია ჰემორაგიული ინსულტი. პროგნოზის გაკეთება მოცემული მომენტისთვის შეუძლებელია. უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია“, - განაცხადა მორიგე რეანიმატოლოგმა, გიორგი გვარამაძემ.

ბესტაევის საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანასთან დაკავშირებით, დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტი ავრცელებს სპეციალურ განცხადებას და წერს, რომ მსჯავრდებული ბესტაევი ანატოლი ბიბილოვმა ჯანმრთელობის გაუარესების გამო შეიწყალა.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გენადი ბესტაევი 2019 წლის 29 ნოემბერს დააკავეს და მიუსაჯეს 2-წლიანი პატიმრობა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system