თავში

გიორგი გახარიამ ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაული მიულოცა

​გიორგი გახარიამ ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაული მიულოცა
გიორგი გახარიამ ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაული მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თბილისის დიდ სინაგოგაში ხანუქას პირველი სანთელი აანთო. მან ებრაელ ხალხს დღესასწაული მიულოცა და მშვიდობა უსურვა.

„ნაბუქოდონოსორმა იერუსალიმი რომ აიღო, მაშინ გამოჩნდნენ პირველი ებრაელები საქართველოში. ამდენი საუკუნეა ჩვენ ვცხოვრობთ ერთად, ჩვენი ცრემლი ერთია და ჩვენი სიხარულიც ერთია. ეს არის უდიდესი ძალა. ჩვენ გვაერთიანებს ის, რაც ბევრ ერს ვერც წარმოუდგენია - ამ ქვეყანაში არც ერთი ებრაული ოჯახის შევიწროების არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა. ეს არა მხოლოდ ქართველების დამსახურება და გამარჯვება, არამედ ჩვენი საერთო გამარჯვებაა. მე მსურს, თითოეულ ებრაელს მივულოცო ეს დღესასწაული და თითოეულ ჩვენგანს მივულოცო ის საუკუნეები, რომელიც გველის - ერთობლივი შრომის, გამარჯვებისა და მიღწევების, თითოეულ ებრაულ ოჯახში სინათლის გამარჯვებისა სიბნელეზე და სიკეთის გამარჯვების ბოროტებაზე. გილოცავთ და გისურვებთ მშვიდობას ისრაელსაც და საქართველოსაც“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ იერუსალიმში ქართული კულტურული ცენტრი გაიხსნება. პროექტის ინიციატორი ისრაელის ელჩი შაფთაი ცურია. 

ხანუქას დღესასწაულის აღნიშვნას თბილისის დიდ სინაგოგაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და თბილისი მერი დაესწრო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system