თავში

გიორგი შაქარაშვილის სიცოცხლის უკანასკნელი კადრები - VIDEO

გიორგი შაქარაშვილის სიცოცხლის უკანასკნელი კადრები
გიორგი შაქარაშვილის სიცოცხლის უკანასკნელი კადრები - VIDEO

ტელეკომპანია ,,პირველმა" საბედისწერო ღამის კადრები მოიპოვა, რომლის გადაღებიდანაც სულ მალე, გიორგი შაქარაშვილი დაიღუპა. 

გიორგი შაქარაშვილის სიცოცხლის ამსახველ, უკანასკნელ კადრებიდან ირკვევა, რომ რამდენიმე ახალგაზრდა მცხეთიდან, ლისის მიმართულებით აპირებდა წასვლას. 

ვიდეოში ასევე ჩანს, რომ ვახტანგ ახვლედიანის მაისურზე ახალგაზრდები სისხლის წვეთს აფიქსირებენ.

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, მდინარე არაგვში იპოვეს.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების პროცესში დაიკითხნენ სპორტსმენებიც.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ადამიანი დააკავა. მათ ბრალი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობისთვის ედებათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system