თავში

გიორგი ვაშაძე თვითიზოლაციაში გადავიდა

გიორგი ვაშაძე თვითიზოლაციაში გადავიდა
გიორგი ვაშაძე თვითიზოლაციაში გადავიდა

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე თვითიზოლაციაში იმყოფება. მას კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა. 

გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მას თაკო ჩარკვიანთან ბოლოს 12 დღის წინ ჰქონდა კონტაქტი, მიუხედავად ამისა, მან ტესტირების ჩატარება მაინც საჭიროდ ჩათვალა. მისი თქმით პასუხი ხვალ გახდება ცნობილი.

ჯანმრთელად ვარ და არანაირი სიმპტომი არ მაქვს, სამწუხაროდ თაკო ჩარკვიანს და მის მეუღლეს დაუდგინდა კორონა ვირუსი, ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას, ბოლო კონტაქტი 12 დღის წინ მქონდა ზუგდიდში ღია სივრცეში, რადგან თაკოს ოფისი საბურთალოზეა მე კი ისანში ვარ ძირითადად და რეგიონებში დავდივარ, მიუხედავად ამისა ერთი საათის წინ ჩავაბარე როგორც პისიარ, ასევე ანტისხეულებზე ტესტი, პასუხები იქნება ხვალ დილით და მანამდე ვიქნები თვითიზოლაციაში, თაკოსთან ყველა კონტატქში მყოფი პირის გამოკვლევას ვაკეთებთ, სიას გადავცემთ ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრს, თვითონ ჯერ კავშირზე არ გამოსულან, იმედი მაქვს იქნება საკმარისის ტესტების მარაგი, რომ ყველას ჩაუტარდეს დიაგნოსტიკა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყურადღებისთვის”,-წერს გიორგი ვაშაძე.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ თაკო ჩარკვიანს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system