თავში

გლდანში, შაურმის დანით დაჭრილი 15 წლის მოზარდი კლინიკიდან გაწერეს

გლდანში, შაურმის დანით დაჭრილი 15 წლის მოზარდი კლინიკიდან გაწერეს
გლდანში, შაურმის დანით დაჭრილი 15 წლის მოზარდი კლინიკიდან გაწერეს

თბილისში, ახმეტელის მეტროსთან, შაურმის დანით დაჭრილი 15 წლის  მოზარდი კლინიკიდან გაწერეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი  ავრცელებს. 

"15 ოქტომბერს ახმეტელის მეტროსთან დაჭრილი მოზარდი სიცოცხლისთვის რამდენიმე კვირიანი ბრძოლის შემდეგ სტაბილური მდგომარეობით გაეწერა კლინიკიდან. უდიდეს მადლობას ვუხდით ექიმებს, ექთნებს და მომსახურე პერსონალს პროფესიონალიზმისა და დაუღალავი შრომისათვის. ვულოცავთ პაციენტს მშვიდობით გადარჩენას და ვუსურვებთ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს,"- წერია სოციალურ ქსელში კლინიკის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

გლდანში 15 წლის არასრულწლოვანი 16 ოქტომბერს დაჭრეს. მას სამი ოპერაცია ჩაუტარდა და ხანგრძლივი დროით იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე. მოზარდის დაჭრაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system