თავში

"გმირი მაშველები" - სოციალურ ქსელში გომის მთის გმირების ფოტო ვრცელდება

"გმირი მაშველები" - სოციალურ ქსელში გომის მთის გმირების ფოტო ვრცელდება
გმირი მაშველები - სოციალურ ქსელში გომის მთის გმირების ფოტო ვრცელდება

"გმირი მაშველები"- სოციალურ ქსელში იმ მეხანძრე- მაშველების ფოტო ვრცელდება, რომლებმაც 12 მარტს გომის მთაზე სამი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს. ფოტოს ანა კიშინსკა ავრცელებს.

გომის მთაზე სამაშველო ოპერაცია დღეს დასრულდა, მეხანძრე- მაშველებმა თოვლიდან ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარიც ამოიყვანეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ამოყვანის ოპერაცია გათენებისთანავე განახლდა. გურიაში ჩავიდნენ განსაკუთრებულ საქმეებზე სწრაფი რეაგირების ბაზის მეხანძრე-მაშველები და კინოლოგი. ქუთაისიდან გომის მთის მიმართულებით გაფრინდა ვერტმფრენი, რომლის დახმარებითაც მოხდება მიცვალებულის გადმოსვენება. თოვლიდან ცხედრის ამოყვანის ოპერაციაში ჩართული იყო 45 მეხანძრე-მაშველი, როგორც გურიიდან, ასევე, თბილისიდან და ქუთაისიდან.

შეგახსენებთ, რომ გომის მთაზე უამინდობის გამო ერთი მოქალაქე გაიყინა, ხოლო მისი თანმხლები სამი პირი ვეღარ ახერხებდა გადაადგილებას.

 10 საათიანი უწყვეტი სამუშაოების შემდეგ, მეხანძრე-მაშველებმა გომის მთაზე დაკარგული სამი მოქალაქე იპოვნეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system