თავში

გოგოს, რომელიც ინფიცირებული მშობლების გადარჩენას ითხოვდა, მამაც გარდაეცვალა

გოგოს, რომელიც ინფიცირებული მშობლების გადარჩენას ითხოვდა, მამაც გარდაეცვალა
გოგოს, რომელიც ინფიცირებული მშობლების გადარჩენას ითხოვდა, მამაც გარდაეცვალა

მარი კაკაურიძეს, რომელიც კოვიდინფიცირებული მშობლების გადარჩენას ითხოვდა, მამაც გარდაეცვალა. გუშინ  მან ემოციური პოსტი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ის ჯანდაცვის სამინისტროსა და საქართველოს მთავრობას მიმართავდა და დახმარებას სთხოვდა.  რამდენიმე საათში გოგონამ სოციალურ ქსელშივე გამოაქვეყნა რომ დედა გარდაეცვალა.

 ამ დილით მარი კაკაურიძეს მამაც გარდაეცვალა, ინფორმაცია ამის შესახებ report.ge-ს მარი კაკაურიძის მეგობარმა დაუდასტურა.

"ერთი მშობელი მაინც გადამირჩინეთ ",- წერდა გუშინ სოციალურ ქსელში მარი კაკაურიძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system