თავში

გონიოში საპროტესტო აქცია გაიმართა

გონიოში საპროტესტო აქცია გაიმართა
გონიოში საპროტესტო აქცია გაიმართა

გონიოში, არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივას" წევრებმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი დეპუტატის ირაკლი ჩავლეიშვილის სასტუმროსთან, საპროტესტო აქცია გამართეს.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ხათუნა ბერიძემ განაცხადა, სასტუმროსთან მათი შეკრება სიმბოლურია, რადგან ჩავლეიშვილი აჭარის უმაღლეს საბჭოში სწორედ საკუთარი ბიზნესის დასაცავად და გასაფართოვებლად შევიდა. 

მისი თქმით, ბათუმში გამართულ აქციაზე დეპუტატმა ირაკლი ჩავლეიშვილმა, დაკავებულ ირაკლი ფანგანს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. 

ცნობისთვის, 23 იანვარს, ბათუმის ბულვარში გამართულ საპროტესტო აქციაზე მისულ დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს, აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად თავზე ნაგავი დააყარეს და შეძახილებით "მონა", "მოღალატე" დაატოვებინეს ტერიტორია.

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატზე თავდასხმის ფაქტზე 30 წლის ირაკლი ფანგანი  დააკავეს. ის მოძრაობა "ალტერნატივას" წევრია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system