თავში

გთხოვთ ყველას, ნუ ჩაიგდებთ თავს საფრთხეში - ნინო სურგულაძე

გთხოვთ ყველას, ნუ ჩაიგდებთ თავს საფრთხეში - ნინო სურგულაძე
გთხოვთ ყველას, ნუ ჩაიგდებთ თავს საფრთხეში - ნინო სურგულაძე

ცნობილი ქართელი მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძე, რომელსაც გუშინ მამა გარდაეცვალა, სოციალური ქსელით იმ ადამიანებს მიმართავს, რომლებიც პირადად აპირებენ მომღერალს მიუსამძიმრონ და სთხოვს მათ, თავი საფრთხეში არ ჩაიგდონ. 

"მეგობრებო, მადლობა ჩემი ტკივილის გაზიარებისთვის, მე ყოველთვის ვგრძნობ თქვენ გულწრფელ სიყვარულს და თანადგომას და ამას ძალიან ვაფასებ, ვიცი, რომ ბევრი თქვენგანი პირადად აპირებს მოსამძიმრებას, მაგრამ ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, გთხოვთ ყველას, ნუ ჩაიგდებთ თავს საფრთხეში, გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, დარჩით სახლში, ახლა ერთმანეთის მოფრთხილებაა ყველაზე მნიშვნელოვანი, თქვენ მაინც ყოველთვის ჩემს გვერდით ხართ, მადლობა ყველაფრისთვის" - წერს მომღერალი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system