თავში

"გთხოვთ, შეაჩერეთ ეს ამბავი" - დავით მესხიშვილი

"გთხოვთ, შეაჩერეთ ეს ამბავი" - დავით მესხიშვილი
გთხოვთ, შეაჩერეთ ეს ამბავი - დავით მესხიშვილი

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე, დავით მესხიშვილი, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომლითაც ბათუმის მერიას მიმართავს:

"მართლა გულწრფელად,

გთხოვთ შეაჩერეთ ეს ამბავი - "ძალიან ძვირი და შრომატევადია" – ამ არგუმენტით მერია ქვაფენილს ბათუმის ქუჩებში ასფალტის საფარით ცვლის. 

ტენდერი რამდენიმე დღეში გამოცხადდება. ამ სამუშაოებისთვის სავარაუდოდ 8 მილიონი ლარი დაიხარჯება.

ფოტოები პრაღაში გადავიღე, სადაც ჩემი თვალით შევესწარი საგზაო სამუშაოებს. 

მშენებლები ქვებს იღებდნენ და სათითაოდ ნიშნავდნენ (ზოგიერთ შემთხვევაში ნომრავენ), რომ დროებით ამოღებული ქვები დიდი პატივით ისევ იქ ჩაებრძანებინათ, სადაც თავდაპირველად იყო განთავსებული.

ევროპის ტურისტულ ქალაქებში თვლიან, რომ ქვაფენილი გაცილებით ამშვენებს ქუჩებს, ვიდრე ერთფეროვანი ასფალტის საფარი.

არსად, მიზანშეწონილად არ მიაჩნიათ ქვაფენილის აყრა! მით უფრო გაანადგურო ქუჩების ისტორია, "მანქანის ხადავოის" მოტივით. 

რაც უფრო ძველია ქვაფენილი მით მეტად უფრთხილდებიან!

იდევ ერთი მითი: თითქოს ასფალტი უფრო გამძლეა და ათეული წლების განმავლობაში მიხედვა არ სჭირდება. ეს არაკომპეტენტურობაა! აბსოლუტურად ყველა გზას ესაჭიროება მოვლა-პატრონობა. ქვაფენილი კი პრაქტიკულად მუდმივია.

ბათუმის მერია/Batumi City Hall იქნებ კონსულტაცია გაგევლოთ არქიტექტორებთან, გზების ინჟინრებთან, ურბანისტებთან, სატრანსპორტო დარგის სპეციალისტებთან. ან უბრალოდ ფოტოების დონეზე მაინც მოიძიეთ ინფორმაცია ევროპული ქალაქების შესახებ. დაუშვებელია ქალაქის დამახინჯებაში 8 მილიონის გადახდა!", - წერს დავით მესხიშვილი სოციალურ ქსელში და ფოტოებს აქვეყნებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system