თავში

გუგული მაღრაძემ ამერიკელ მკვლევარს დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის შედეგები გააცნო

გუგული მაღრაძე დისკრიმინაციის წინააღმდეგ
გუგული მაღრაძემ ამერიკელ მკვლევარს დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის შედეგები გააცნო

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გუგული მაღრაძე აშშ ჯონ ჰოპკინსკის საერთაშორისო კვლევების სკოლის მკვლევარს, სესილია ოტეგულს შეხვდა. შეხვედრაზე დისკრიმინაციის შესახებ საქართველოში არსებული მდგომარეობა განიხილეს. გუგული მაღრაძის თქმით პარლამენტის მიერ მიღებულმა ანტიდისკრიმინაციულმა კანონმა საერთაშორისო საზოგადოებისგან დადებითი შეფასება დაიმსახურა.

დეპუტატმა დისკრიმინაციის ცალკეულ სახეებზეც ისაუბრა, რომელსაც ქვეყანაში ამ დრომდე ვხვდებით. ასეთია ეთნიკური და გენდერული ნიშნით დისკრიმინაცა. გუგული მაღრაძემ აღნიშნა, რომ ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ სხვადასხვა დანაშაულის ჩამდენი პირები პასუხისგებაში არიან მიცემულნი. მიუხედავად ამისა, საზოგადოების გარკვეულ ნაწილში არსებული უარყოფითი განწყობების დაძლევა საკმაოდ ძნელია.

ამერიკელი მკვლევარი საგანმანათლებლო სისტემაში ანტიდისკრიმინაციული განწყობებითაც დაინტერესდა. გუგული მაღრაძის თქმით, ამ მიმართულებით წინსვლაა.

„სკოლებში ისწავლება საგანი „მე და საზოგადოება,“ რომლის ფარგლებში მოსწავლეები იღებენ ცოდნას დისკრიმინაციასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ“, - განაცხადა დეპუტატმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system