თავში

გული, რომელიც ასეთი სიყვარულით ჰქონდა სავსე, გაჩერდა - ნინო სურგულაძე

გული, რომელიც ასეთი სიყვარულით ჰქონდა სავსე, გაჩერდა - ნინო სურგულაძე
გული, რომელიც ასეთი სიყვარულით ჰქონდა სავსე, გაჩერდა - ნინო სურგულაძე

ცნობილი ქართველი მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძე, სოციალურ ქსელში, საქართველოს სახალხო არტისტის, საოპერო მომღერლის, ალექსანდრე ხომერიკის გარდაცვალებას ეხმაურება. 

"მშვიდობით ჩემო უფროსო მეგობარო!!! ოქროს ადამიანი და ხმა!!! უმაგრესი კოლეგა!!! ამ წლის ბოლო აკორდები იმდენად მტკივნეულია რომ გული ვეღარ უძლებს....ძალიან მიყვარდა ალეკო...გული რომელიც ასეთი დიდი და სიყვარულით სავსე ჰქონდა გაჩერდა...

ღმერთმა დაუმკვიდროს სასუფეველი მის უკვდავ სულს!!!!!

ვიზიარებ ოჯახის და სრულიად საქართველოს მწუხარებას. მსოფლიო ხმა და ადამიანი წავიდა ჩვენგან...." - წერს ნინო სურგულაძე Facebook-ზე.

ცნობისთვის, საქართველოს სახალხო არტისტი, ცნობილი საოპერო მომღერალი ალექსანდრე ხომერიკი 72 წლის ასაკში გარდაიცვალა.

{{widget-content-22468}}

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system