თავში

გურამიშვილის გამზირზე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა - განახლებულია - PHOTO

გურამიშვილის გამზირზე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა - განახლებულია - PHOTO
გურამიშვილის გამზირზე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა - განახლებულია - PHOTO

გურამიშვილის გამზირის #34-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. სავარაუდო მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვაა. როგორც report.ge-ის კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, აფეთქება, სავარაუდოდ, 16 სართულიანი შენობის მესამე ან მეოთხე სართულზე მოხდა. დაშავებულია რამდენიმე მაცხოვრებელი, თუმცა შესაბამისი სამსახურები მათ რაოდენობას არ აკონკრეტებენ. დაუზუსტებელი ინფორმაციით დაშავებულია 2 მცირეწლოვანი და 4 ზრდასრული. დაშავებულები იაშვილის კლინიკაში, ასევე მე-8 და მე-9 საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მე-9 საავადმყოფოში მოთავსებული მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა, მას ძლიერი დამწვრობა აქვს მიღებული. 

კორპუსის პირველი ოთხი სართული მთლიანად ჩამონგრეულია. კორპუსის სხვა საცხოვრებელ ბინებში ჩამსხვრეულია  მინები. ძლიერმა აფეთქებამ ასევე დააზიანა კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მდგომი მანქანები. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო, სახანძრო, სამაშველო სამსახურებისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. შემთხვევა დაახლებით 8:10 საათზე მოხდა.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system