თავში

გვინდა აღვადგინოთ დიალოგი "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეებთან - ლერი ბარნაბიშვილი

გვინდა აღვადგინოთ დიალოგი "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეებთან - ლერი ბარნაბიშვილი
გვინდა აღვადგინოთ დიალოგი ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებთან - ლერი ბარნაბიშვილი

"გვინდა აღვადგინოთ დიალოგი "ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეებთან, ჩამოვედით და ველოდებით მათ შეხვედრაზე", - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლერი ბარნაბიშვილმა ქუთაისში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

"გვინდა, აღვადგინოთ დიალოგი აქციის მონაწილეებთან, მოვუსმინოთ მათ შენიშვნებს, წინადადებებს და დავსახოთ შემდგომი მოქმედების ღონისძიებები. ჩამოსულები ვართ მე, ორი გუბერნატორი- იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმის მხარის. ასევე, შეხვედრაზე დასასწრებად ჩამოსულები არიან საქართველოს პარლამენტის დეპუტატები. დღეს ჩამოვედით, მოხდა აქციის მონაწილეებთან კომუნიკაცია და ველოდებით მათ",- განაცხადა ლერი ბარნაბიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობა რიონის ხეობის მცველებს დიალოგს სთავაზობს.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, ქუთაისში იმყოფებიან მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი და ორი გუბერნატორი, რომლებიც მზად არიან, "ნამახვანჰესის" მშენებლობის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეებთან დიალოგის გასაგრძელებლად.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system