თავში

დავით ასათიანი: ვაჟა გაფრინდაშვილი არ აღიარებს ბრალს - სამწუხაროდ, პატიმრობაში რჩება

დავით ასათიანი: ვაჟა გაფრინდაშვილი არ აღიარებს ბრალს - სამწუხაროდ, პატიმრობაში რჩება
დავით ასათიანი: ვაჟა გაფრინდაშვილი არ აღიარებს ბრალს - სამწუხაროდ, პატიმრობაში რჩება

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი არ აღიარებს ბრალდებას,- ამის შესახებ ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტმა, დავით ასათიანმა report.ge-ს განუცხადა.

„ვესაუბრე ადვოკატს, ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში რჩება, სამწუხაროდ. ის არ აღიარებს ბრალს. ე.წ. სასამართლო სხდომა მომავალ კვირაში, კერძოდ 20 დეკემბერს დაიგეგმა. ახლა დეტალებს ვარკვევთ. რაც შეეხება ჯანმრთელობას, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“,  განაცხადა ადვოკატმა.

ახალგორის ე.წ. სასამართლომ ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ორთვიან პატიმრობაში დატოვა. 

ცნობილი ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დე ფაქტო ცხინვალის რეჟიმის ტყვეობაში 9 ნოემბრიდან იმყოფება.

დე ფაქტო რეჟიმი, დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს, ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავება, ვაჟა გაფრინდაშვილი აღნიშნულ ბრალდებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system