თავში

სოფელ ღვანკითში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა

სოფელ ღვანკითში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა
სოფელ ღვანკითში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში კორონავირუსით შუახნის კაცი დაინფიცირდა.

ის ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ შეიყვანეს, მანამდე კი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ამ დროისთვის ქუთაისის ინფექციურში 23 კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.

კლინიკას დღეს 4 გამოჯანმრთელებული დატოვებს.

ღვანკითში კორონავირუსის 13 შემთხვევაა დადასტურებული. 

სოფელი წითელ ზონად რამდენიმე დღის წინ გამოცხადდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system