თავში

მეუფე დიმიტრი: პეტრე ცაავას დიდი როლი აქვს დეკანოზის ციხეში ყოფნის გახანგრძლივებაში

მეუფე დიმიტრი: პეტრე ცაავას დიდი როლი აქვს დეკანოზის ციხეში ყოფნის გახანგრძლივებაში
მეუფე დიმიტრი: პეტრე ცაავას დიდი როლი აქვს დეკანოზის ციხეში ყოფნის გახანგრძლივებაში

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა მეუფე დიმიტრიმ, დეკანოზის პატიმრობაში დარჩენის საკითხზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, პრეზიდენტსა და პატრიარქს ამ საკითხზე შეხვედრა არ ჰქონიათ და დეკანოზის ძმამ ტყუილი თქვა.

„მოლოდინი გვქონდა, რომ გათავისუფლდებოდა, იმიტომ რომ ჩვენ მივიღეთ სინოდმა გადაწყვეტილება და მივმართეთ შუამდგომლობით პრეზიდენტს. ის, რომ მისი ძმა გამოვიდა და იძახდა, რომ ვითომ რაღაც დიალოგი გვქონდა პრეზიდენტთან, ეს სრული აბსურდია. საერთოდ ამ ადამიანს ახასიათებს ეს ქოსა ტყუილობა. დეკანოზ მამალაძემ მომწერა ის გახმაურებული წერილი, რომლის შინაარსსაც რატომღაც ჭყონდიდელყოფილიც არ ახმაურებდა. თუ არ დამიხსნით ციხიდან, მე ამას ყველაფერს ჟურნალისტებს ვეტყვი, ამას წერდა მამალაძე, აწერდა ხელს - ეს არის შანტაჟი. იმაში, რომ დღეს მამალაძეს უხანგრძლივდება ციხეში ყოფნა, ფაქტია, რომ ჭყონდიდელყოფილს უსაზღვროდ დიდი როლი აქვს ამ საქმეში", - განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.

შეგახსენებთ, რომ „ციანიდის" საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე პრეზიდენტმა საშობაოდ არ შეიწყალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system