თავში

ილია მეორემ რუსეთის პატრიარქს მისალოცი წერილი გაუგზავნა

ილია მეორემ რუსეთის პატრიარქს მისალოცი წერილი გაუგზავნა
ილია მეორემ რუსეთის პატრიარქს მისალოცი წერილი გაუგზავნა

სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ რუსეთის პატრიარქ კირილეს მისალოცი წერილი გაუგზავნა. მან პატრიარქს დაბადებიდან 75 წლის იუბილე მიულოცა. 

ოფიციალურ წერილში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მადლობა გადაუხადა პატრიარქს, რომ რუსეთის ეკლესია იცავს საეკლესიო კანონებს და აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს აღიარებს საქართველოს ეკლესიის განუყოფელ ნაწილებად.

“კიდევ ერთხელ მინდა გადაგიხადათ მადლობა თქვენ და რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას, რომ პოლიტიკური ინტერესების საწინააღმდეგოდ, მაგრამ ეკლესიის კანონების დაცვით ოფიციალურად აღიარებთ ჩვენი წინაპრების მიწებს – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის განუყოფელ ნაწილად.

ჩვენ და ჩვენი ხალხი მადლობელი ვართ, ასევე, რომ თქვენ არაერთხელ დაეხმარეთ დროებითი საზღვრების დარღვევის გამო ტყვედ ჩავარდნილ ჩვენს თანამოქალაქეებს გათავისუფლებაში”, – აღნიშნავს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.”, – ნათქვამია კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ოფიციალურ წერილში პატრიარქ კირილესადმი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system